12:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 15:49:22, 605 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Email მარკეტინგის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას

Businesscourse.ge ახალი კურსი, Email მარკეტინგი დაემატა.

ბიზნესკურსის საგანმანათლებლო პლატფორმა უკვე არაერთი წელია, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვანი ინფორმაციითა და სასწავლო რესურსებით აძლიერებს. პლატფორმა მუდმივად ახლდება და მას ყველაზე მოთხოვნად თემებზე ახალი კურსები ემატება.

Email მარკეტინგის კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური საკომუნიკაციო კამპანიები. კურსი 10 ვიდეოლექციას მოიცავს, რომელთა გავლის შემთხვევაში გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მომხმარებლის მეილების შეგროვება, ტექსტური მეილების ვიზუალიზაცია, ციფრული ხელსაწყოების გამოყენება, კამპანიების შედეგების გაზომვა და სხვა. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ ინფორმაცია სწორ აუდიტორიამდე მიიტანოთ და გაყიდვები გაზარდოთ. კურსს საქართველოს ბანკის ციფრული არხების ხელმძღვანელი, სოსო გომარელი უძღვება.

„Email მარკეტინგი ციფრული კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ამავე დროს უძველესი არხია. მას თანაბარი წარმატებით იყენებენ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესები, ისე დიდი კორპორაციები. ამ კურსის მეშვეობით გაგიზიარებთ ინფორმაციას Email მარკეტინგის საწყისებისა და მაგალითების შესახებ, გაგიზიარებთ მიგნებებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ისე, რომ  თქვენი Email კამპანიები წარმატებული იყოს“, - ამბობს სოსო გომარელი.

Businesscourse.ge უფასო პლატფორმაა, სადაც ბიზნესებისთვის საჭირო ინფორმაცია სასწავლო კურსების ფორმატშია გაერთიანებული. პლატფორმა მოიცავს კურსებს ფინანსების, მარკეტინგის, ვაჭრობის და სხვა საკითხების შესახებ. ჯამში პლატფორმაზე  50-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი ვიდეოფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

Email მარკეტინგის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics