|
2016-03-09 13:13:27, 599 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ვერ ნახავთ ვიდეომასალას, სადაც ტარიფების განახევრებაზე ვსაუბრობ, ასეთი ისტორიაში არ ყოფილა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, საარჩევნო დაპირება ელეტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით შეასრულეს, თუმცა ლართან მიმართებაში დოლარის გამყარებამ ვითარება შეცვალა და ტარიფების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოუწიათ. ამის შესახებ კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სამინისტროს თანამშრომლები, მარეგულირებელი კომისიიდან იყვნენ წევრები ჩართულები ამ პროცესში, რომ მოგვეხერხებინა ტარიფების ჩემცირება. პირველი იყო ელექტროენერგიის მიმართულებით დაწყებული მუშაობა, რაც წარმატებული იყო, რადგან მოვახერხეთ, 4 თეთრით შეგვემცირებინა ელექტროენერგიის საფასური ისე, რომ ეს კმპანიებისთვის არ ყოფილიყო პრობლენა და წინასაარჩევნოდ გაცემული პირობაც შესრულებული ყოფილიყო. თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს, უკვე სამი წლის შემდეგ, გვაქვს განსხვავებული რეალობა ქვეყანაში, დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში გამოიწვია გარკვეული პრობლემები, ასევე ენერგეტიკის დარგში. სერიოზული პრობლემები შეექმნა ენერგეტიკის დარგს და ტარიფის ისევ ძველ ნიშნულზე დაბრუნება ეს იყო გარდაუვალი. თუ ეს არ მოხდებოდა, შესაძლებელი იყო მომავალი წლების განმავლობაში საერთოდ ენერგეტიკა ჩამოშლილიყო. ასევე მოხდა ბუნებრივ აირზე 5 თეთრით შემცირება ტარიფისა. მე ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ რაც იყო გაცემული პირობა ტარიფების შემცირებისა, ეს ჩვენ მოვახერხეთ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რის გამოც ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოგვიწია“, -განაცხადა კახა კალაძემ, რასაც სხდომაზე ხმაური მოყვა. „თქვენ შეასრულეთ დაპირება ?! თქვენ ხალხს ატყუებდით ტარიფების განახევრებაზე“, -მიმართა მინისტრს ეკა ხერხეულიძემ. საპასუხოდ კალაძემ განმარტა: „ვერ ნახავთ ვერც ერთ ვიდეომასალას, სადაც მე გამოვდიოდე და ვსაუბრობდე ტარიფების განახევრებაზე, ასეთი ისტორიაში არ ყოფილა“, - აღნიშნა კალაძემ.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)