11:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:04:08, 468 ნახვა

პოლიტიკა
ავიაკომპანია Dniproavia ფრენებს ბათუმში მაისიდან განაახლებს

ზაფხულის სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Dniproavia განაახლებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ავიაკომპანია აჭარაში ფრენების განხორციელებას დნეპროპეტროვსკიდან და ოდესიდან გეგმავს.

„რეგულარული ფრენები დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით 1 მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება, რასაც ზაფხულის სეზონზე კიდევ ორი ავიარეისი დაემატება. ავიაკომმპანია Dniproavia დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამჯერ: ოთხშაბათობით, ხუთშაბათობითა და პარასკეობით იფრენს. 1 ივნისიდან იგეგმება ფრენების განხორციელება ოდესიდან და ავიარეისი ოდესა-ბათუმი-ოდესა კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ამ ეტაპზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით მხოლოდ ავიაკომპანია Yanair დაფრინავს, რომელიც ზაფხულში კიევისა და ოდესის გარდა რეგულარული ფრენების შესრულებას ხარკოვიდანაც გეგმავს.

უკრაინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს. წლიდან წლამდე იზრდება აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობაც. გასულ წელს რეგიონს უკრაინიდან 24 587 ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1, 5 % მეტია. უკრაინა აჭარაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზეა“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics