01:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 08:13:23, 1239 ნახვა

ომი უკრაინაში
კირ სტარმერი - გაერთიანებული სამეფო მზადაა, წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას - სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით. ამას მსუბუქად არ ვამბობ. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას“, - წერს სტარმერი.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ნებისმიერი როლი ხელს უწყობს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიას.

სტარმერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება „არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე“.

შეგახსენებთ, დღეს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით, ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სამიტს კირ სტარმერიც დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics