19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 12:55:45, 423 ნახვა

პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - ვინც ევროკავშირის რეზოლუციას უჭერს მხარს, ყველა მოღალატეა!

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

საკრებულოში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

კერძოდ, მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს.

„იმიტომ გვაძევებენ, რომ მოვითხოვეთ სიტყვა. მოქალაქეები მოვედით, რადგან მოვითხოვეთ სიტყვა. მგონი, თვითმმართველობა იმისთვისაა, რომ სიტყვა მოვითხოვოთ და ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ. ეს არ შეიძლება?!,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მოქალაქეებს დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის.

„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს! ეს ყველამ გაიგოს! მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან. მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს... ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო?! უამრავი რაღაცა... თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღეს საქართველოს ებრძვიან,“ - განაცხადა რაზმაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics