22:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 15:59:46, 578 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ ე.წ. საარჩევნო სიაში 134 ათასი ადამიანია.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, „საარჩევნო უბნები ქალაქ სოხუმში, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში გაიხსნება“. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთში და თურქეთში გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სარჩევნო უბნები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში, თურქეთში კი – საქარიის პროვინციის ქალაქ ადაფაზარიში გაიხსნება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics