20:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 10:41:48, 438 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირში ბიომეთანის ექსპორტს იწყებს

უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურმა ევროკავშირში გასაგზავნი ბიომეთანის პირველი საექსპორტო პარტია დაარეგისტრირა - ამ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, უკრაინა ორი წლის განმავლობაში ამზადებდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ბიომეთანის ექსპორტირებას შეეხება. ბიომეთანის ექსპორტი უკრაინას მწვანე ენერგიის განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

ბიომეთანი არის სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავების გზით მიღებული განახლებადი საწვავი, რომელსაც ენერგეტიკულ ბაზარზე ბუნებრივი აირის შეცვლა შეუძლია. მისი ექსპორტი მილსადენის ქსელით ხორციელდება. უკრაინას ბიომეთანის მწარმოებელი რამდენიმე ობიექტი გააჩნია.

„ამ საწვავის ექსპორტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგეტიკულ სივრცეში უკრაინის ინტეგრაციას და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. ეს ამბავი (ბიომეთანის ექსპორტი) უკრაინის ინოვაციური პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურებაა და გამოხატავს მზადყოფნას, რომ ენერგეტიკის სექტორში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება დაინერგოს“, - აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახური.

ბიომეთანის წარმოება უკრაინაში

2021 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა კანონი ალტერნატიული საწვავის შესახებ. მათ შორისაა ბიომეთანიც, რომელიც ბუნებრივი აირის შემცვლელს წარმოედგენს. კანონი ასევე ითვალისწინებს ბიომეთანის საზღვარგარეთ ექსპორტირების შესაძლებლობას.

2022 წელს ბიომეთანის წარმოება დაიწყო როვნოს ოლქში, ხოლო 2023 წელს ის პირველად გაუშვეს ერთიან ქსელში. ჩერნიგოვის ოლქის სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგს, რომელიც ბიომეთანს აწარმოებს, წელიწადში სამი მილიონი კუბური მეტრი პროდუქციის წარმოება შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics