21:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 09:56:41, 471 ნახვა

მსოფლიო
ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობის შეუზღუდოს

ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია აკრძალოს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ აგრესიულ ომს ან საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ინიციატივის მიზანია შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპაში უსაფრთხოებას და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას „მტრული გავლენის განსახორციელებლად“.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ფინეთში დიდი ხანია საკამათოა უძრავი ქონების გარიგებები რუსების მონაწილეობით. გასულ წელს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაბლოკა რამდენიმე ასეთი გარიგება მყიდველების რუსეთთან კავშირების მოტივით. ამჟამად განიხილება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების საფუძველზე რუსებისთვის უკვე მიყიდული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics