11:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 20:46:31, 617 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: „მაესტროს“ ამბები ჟურნალისტების მიერ არის პოლიტიზირებული

მე მგონია, რომ „მაესტროს“ ამბები ჟურნალისტების მიერ არის პოლიტიზირებული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ის ვერანაირ არგუმენტს ვერ ხედავს იმაში, რომ რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა ან მთლიანად მთავრობა რაღაცა ფორმით ამ დავაში მონაწილეობს.

„მე პირადად ჟურნალისტების ბედი მაღელვებს. ვფიქრობ, რომ ისინი თავის მუშაობას ყოველგვარი ინსინუაციების გარეშე უნდა აგრძელებდნენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ უნდა გააკეთონ.

„მართალი გითხრათ დეტალებთან დაკავშირებით უფრო ვენდობი პროცესს, რომელიც მიმდინარეობს, ვიდრე ცალკეულ განცხადებებს, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური შეფერილობა გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics