11:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 16:39:23, 384 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ.

მომხსენებლი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილია. ცოტა ხანში კი, საკანონმდებლო ორგანო ანა დოლიძეს მოუსმენს. ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძე პრინციპულობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეული ადამიანია.

ცნობისთვის, ანა დოლიძე ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics