11:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 14:12:57, 554 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ივანიშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გვერდში ედგა ვურჩევდი, რომ თუ ვინმეს გასამართლებას აპირებს, საკუთარი თავის გასამართლებით დაიწყოს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მიმართავს, მისი თქმით,  ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარით, ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს გასამართლება.
როგორც აქუბარდიამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარებაც“ უნდა გასამართლდეს.

„ივანიშვილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გვერდში ედგა 7 ნოემბრის დარღვევების და მის მერეც, მათ შორის გადმოიბარა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა ოდიოზური ფიგურა თავის პარტიაში, ვურჩევდი, რომ თუ ვინმეს გასამართლებას აპირებს, საკუთარი თავის გასამართლებით დაიწყოს. შემდგომ მიაყოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ის ფიგურანტები, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის დროს საკმაოდ ხმამაღლა მუშაობდნენ ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებ, თუ რამის გასამართლების თავი აქვს და სამართალი იცის საერთოდ, რას ნიშნავს, თავი დაანებოს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის წინააღმდეგ, რომელსაც მან ძირი გამოთხრა „ნაცმოძრაობიდან“ გადმობარგებულ პირებთან ერთად“, - განაცხადა აქუბარდიამ.

აქუბარდია აღნიშნავს, რომ  12-წლიანი მმართველობის შემდეგ წინა ხელისუფლების გასამართლებაზე საუბარი ნიშნავს ხელისუფლებას ხალხისთვის სიკეთის შეთავაზების არანაირი უნარი არ აქვს და ყალბი ილუზიების შექმნა ცდილობენ.

“ამ ვითარებაში არ დაგვავიწყდეს „ხარება“, რომელიც ორი გვამის მოთხოვნის დროს იქვე იდგა. დაიწყონ „ხარებას“ და ბიძინა ივანიშვილის გასამართლება, რომელმაც გაამყარა ის რეჟიმი, რომელიც შემდგომ ისე მოირგო საკუთარ თავთან, რომ დღეს საკუთარი ხალხის გაცხადებულ ინტერესს უპირისპირდება“,  - განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საგაზაფხილო სესიის გახსნისთანავე პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რომლის მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება იქნება.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics