22:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 23:45:04, 1278 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი

 სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, -  განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით.

"ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ.

საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ. გამოძიება დაიწყო. არც ვიცნობთ იმ ადამიანს, ვინც თეფში ისროლა. უბრალოდ ბევრი ქართველი ისვენებდა იმ სასტუმროში და ეტყობა ყელში ამოუვიდათ ეს პროვოკაციები. შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამაც, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ უწყებას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, - აღნიშნა ზარქუამ.

აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics