09:20 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 10:26:50, 511 ნახვა

მსოფლიო
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა

„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა. პლატფორმა აღარ იძებნება Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში.

„ტიკ ტოკმა“, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს, მომხმარებლებს შეატყობინა – „აშშ-ში მიღებულია კანონი „ტიკტოკის“ აკრძალვის შესახებ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ვერ შეძლებთ „ტიკ ტოკის“ გამოყენებას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს ჩვენთან ერთად „ტიკ ტოკის“ აღდგენის გადაწყვეტილებაზე თანამდებობის დაკავების შემდეგ. გთხოვთ, დაელოდოთ განახლებებს“,- აღნიშნულია „ტიკ ტოკის“ განცხადებაში, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს.

ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut და სოციალური აპლიკაცია Lemon8 გააუქმა და აღარ არის ხელმისაწვდომი აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში.

ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას. მანამდე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics