11:00 - 25 Jun, 2026
|
2025-01-17 17:41:41, 602 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ულტრამემარჯვენეების მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას
ილონ მასკის ჩართვა გერმანიის პოლიტიკაში სრულიად მიუღებელია – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ილონ მასკის მხარდაჭერა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მიმართ საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას. „ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას და ეს გასაკრიტიკებელია. მისი პარტიულობა უკიდურესი მემარჯვენეების სასარგებლოდ, იქნება ეს ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, თუ რაიმე მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, მიუღებელია“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ილონ მასკმა გერმანელებს მოუწოდა, მომავალ ეროვნულ არჩევნებზე ხმა მისცენ ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ცნობისთვის, აღნიშნული პარტია რეიტინგებში მეორე ადგილზეა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)