07:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 20:10:43, 445 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიის

“რეზოლუციის მიღების დროს, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ-მა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ და ხაზგასმულია, რომ არ უნდა მიეცეს უფლებამოსილება  "ოცნების" წევრებს არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიის, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც შემდეგ სავარაუდოდ საფუძვლად დაედება დებატებს ევროპარლამენტში, რომელიც გაიმართება სტრასბურგში და შემდეგ სავარაუდოდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლების და მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებდით, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ-მა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში დატოვოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული. ასევე არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებაზე და არ აღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, მათ შორის ის, რომ არ იყოს უფლებამოსილება ცნობილი არცერთი რუსული ოცნების წევრის არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ჩატარდება ამ თვის ბოლოს.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics