10:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 18:50:22, 470 ნახვა

პოლიტიკა
კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ

ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და შენობაზე გააკრეს სტიკერები, რომელთა გამოც გუშინ ბათუმში მოქალაქეების დააკავეს

 იქ მიმდინარეობს აქცია „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“ 

 ჟურნალისტებმა წაიკითხეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავება არის აღბეჭდილი, „არ არის სრულყოფილი და დამუშავებულია, არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს“.

მედიის წარმომადგენლები ითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ასევე, ისინი მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამაღლობელის მიმართ „არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას“.

აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან საპროტესტო სტიკერები - წარწერით: "გაფიცვა" გააკრეს, თუმცა თავდაპირველად ოლიგარქის პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“. მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics