12:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 11:46:23, 357 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მმართველი პარტიის მიმართ: “ქართული ოცნება” და ჰიბრიდული ომის ბრალდება

ოპოზიციური ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. მისი თქმით, ხელისუფლება მიზნად ისახავს ეროვნული ღირებულებების და კულტურული კოდების შეცვლას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

„ის ცდილობს, შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე - მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი - პატრიოტიზმი,“ — აცხადებს გახარია.

მისი თქმით, ერთი შეხედვით შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. გახარია მოუწოდებს მოქალაქეებს, სისტემური კომუნიკაციით დაიცვან საკუთარი უფლებები და არ დათმონ პოზიციები ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებშინ.

 „უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში“ - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics