11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 17:46:09, 482 ნახვა

სამართალი
სისხლიანი გარჩევა თბილისში, საბურთალოზე 30 წლის მამაკაცი დაჭრეს

თბილისის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ფანასკენტელის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაჭრილი  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანის შვილია.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ.  დაზარალებული, გვარად ჯოხაძეა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ბრალდებულიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც ჯოხაძე.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასთან მომხდარ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics