16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 11:59:10, 370 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - სუდანის „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ გენოციდი ჩაიდინა

სუდანის „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ გენოციდი ჩაიდინა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„სუდანის „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ (RSF) და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული რაზმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებენ. ისინი ეთნიკურ საფუძველზე სისტემატურად ხოცავენ კაცებს, ბავშვებსა და ჩვილებს და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან გაუპატიურებისა და სასტიკი სექსუალური ძალადობის მიზნით ქალებსა და გოგონებს მიზანში იღებენ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დასკვნა გამომაქვს, რომ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ და მასთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა რაზმებმა სუდანში გენოციდი ჩაიდინეს“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ამასთან, აშშ-მა „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს, ცნობილი როგორც ჰემედტი, სუდანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი ძალადობის გამო სანქციები დაუწესა.

„ამ ომში აშშ მხარს არცერთ მხარეს უჭერს და ჰემედტის წინააღმდეგ მიღებული ზომები „სუდანის შეიარაღებული ძალების“ (SAF) მხარდაჭერას არ ნიშნავს“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ცნობისთვის, სუდანში სამოქალაქო ომი ქვეყნის სამხედრო მთავრობის ორ დაპირისპირებულ მხარეს „სუდანის შეიარაღებულ ძალებსა“ (SAF) და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის 2023 წლის აპრილში დაიწყო. სამოქალაქო ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე სუდანი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics