19:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 13:50:53, 456 ნახვა

პოლიტიკა
მიხალ ვავრიკიევიჩი - „სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა“

პოლონელმა ევროპარლამენტარმა,  მიხალ ვავრიკიევიჩმა, რომელიც საქართველოში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა რუსულ გავლენებს არჩევნებში. მისი თქმით არჩევნების მოპარვა, გაყალბება რუსეთის გავლენით მოხდა.

„ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“, - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.

ევროპარლამენტარის განცხადებით აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მიესალმება.

„ჯერჯერობით არ ვიცით. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, აუცილებელია ევროპული ინსტიტუტების, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ, კომისიისა და საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics