11:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 15:42:13, 547 ნახვა

სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაცია- „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით“

მესამე სექტორის წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც  ყველა იმ ფაქტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას და სექსლურ შევიწროებას გულისხმობდა.

ლომჯარიამ საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტა, რომ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პუნქტობრივად ჩამოთვალა ყველა რეკომენდაცია, რომელიც ქალთა დაკავებასთან არის კავშირში.

●    თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენლმა;

●    პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი;

●    ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება;

●    პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი  სრული გაშიშვლება

●    პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:

●    უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკავებით

●    ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკავებით

●    პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები.

დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:

●    ადვოკატთან დაკავშირება

●    სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481)

●    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება  (199)

ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics