20:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 23:07:09, 472 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე - პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა

პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე საუბარი ბევრ მექანიზმს შეეხო.

"შევთავაზეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ სასახლეში და გავხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი შეთავაზება მხარდაჭერის სხვა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი.

საუბარი იყო ბევრ მექანიზმზე. პირველი, წარდგენილი იქნება პირობები, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები, სამართლიანი არჩევნები და ეს არის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ადვილი არ არის, ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები, ამიტომ იმართება აქ შეხვედრები. მათ შორის, რაც შევთავაზეთ, 29 დეკემბერი უკვე მალე იქნება, არის ერთ-ერთი მექანიზმი ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით ფიზიკური დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა",- განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics