22:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 14:51:16, 446 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც სანდუმ აღნიშნა, რუსეთი შობის დღეს ნგრევას ირჩევს.

"მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა. მოლდოვა გმობს ამ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას",- წერს მაია სანდუ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics