02:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 14:42:39, 419 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში კომიკურ ეპიზოდად დარჩება

ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში კომიკურ ეპიზოდად დარჩება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ხოშტარიას განცხადებით, „ქართველი ხალხი წყვეტს, როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას „ქოცებსო“.

„ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. 

ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას „ქოცებსო“.

პატივი ეცით ქართველ ხალხს, ან შეგვეშვით. 

ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის. 

ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას“,- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, დღე, 20 დეკემბერს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გასცა დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს შეცვლიდა.

ბერსეს თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics