03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 12:27:00, 399 ნახვა

პოლიტიკა
გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება

თბილისში, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

მათი მთავარი მოთხოვნა სასპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

„ქვეყნის სიყვარულის გამო არ უნდა ისჯებოდეს ადამიანი. იმისთვის, რომ შენი ქვეყანა გიყვარდეს, პატრიოტი იყო, არ უნდა ისჯებოდე. არ ვარ შეშინებული, თუნდაც მეც დამიჭირონ, არ მეშინია. ზვიოს მე ვამხნევებ და მე ზვიო მამხნევებს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“,- უთხრა დაკავებული ზვიად ცეცხლაძის დედამ „მთავარ არხს“.

შეგახსენებთ, დედაქალაქი და საქართველოს სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics