03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 15:16:51, 445 ნახვა

პოლიტიკა
ბელგიის პრემიერი - არ უნდა შევქმნათ იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ

არ უნდა შევქმნათ იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ,ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ,- ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს და პროევროპული ხალხის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

„მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა, არ უნდა შევქმნათ იმიჯი, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ საქართველოს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება პოლიტიკურად, თუმცა ასევე ვხედავთ გავლენებს, რომლებიც მოქმედებს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა და შევინარჩუნოთ ურთიერთობა. უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა პროევროპულ ძალებთან საქართველოში. 

მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვაქცევთ ზურგს მათ და კვლავ მათ მხარეს ვართ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ ის, რაც დღეს ხდება, ხდება იმიტომ, რომ იქ არის ბევრი უცხოური გავლენა“,- განაცხადა ალექსანდერ დე კროომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics