03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 14:16:50, 442 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი და შეისწავლის ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ოცნებამ“ ჩაიდინა

აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს ლეგიტიმაციის საკითხი არ წარმოადგენს.

„კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რომელიც მათი აზრითაც, სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა... დაინტერესდნენ, ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თავდასხმა, ისევ ჩემთან არის იმიტომ, რომ ამაზე არანაირი გამოძიება არ მიდის...

არანაირ ლეგიტიმაციის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე და ამას თქვენ თვითონ ნახავთ“,- ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

გუშინ, 18 დეკემბერს ბერსე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics