05:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 19:38:58, 367 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით 18 დეკემბერს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

პრესრელიზში საუბარია, სალომე ზურაბიშვილის წარსულ თანამდებობებზე და აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო წლებში "ქართული ოცნების" მკაცრი კრიტიკოსი იყო.

"საქართველოში ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც მთავრობამ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, განაცხადა, რომ არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების შესახებ განაცხადა, იყო თაღლითური და ეფექტურად იქნა მოპარული. 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა უარყვეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მოითხოვეს მათი ხელახალი ჩატარება წლის განმავლობაში.

ქალბატონ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება და საქართველოს ახალმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მის მემკვიდრედ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. საფრანგეთში დაბადებული საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ზურაბიშვილი ასევე იყო საფრანგეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში და ბოლო წლებში იყო „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი",- ნათქვამია პრესრელიზში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics