06:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 21:07:02, 440 ნახვა

პოლიტიკა
ველდკამპი - ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას მივესალმები

ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას მივესალმები ,- ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა.

როგორც ველდკამპი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია.

„საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ნიდერლანდები გააგრძელებს მოწოდებას ევროკავშირის მიერ პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ, ჩვენ მზად ვართ, ორმხრივი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართველ ხალხს. ეს მოიცავს ჟურნალისტებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას, მაგალითად გაზის საწინააღმდეგო ნიღბების, რათა მათ თავიანთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეძლონ“,- წერს ველდკამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics