06:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 19:40:53, 403 ნახვა

პოლიტიკა
პროტესტის მე-19 დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროტესტის მე-19 დღე - რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები.

საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს.

ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე ამ დროისთვის პოლიციის მცირე ეკიპაჟებია მობილიზებული.

ამასთან, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან” სპეც.ტექნიკაა განთავსებული.

რამდენიმე წუთის წინ კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას აპროტესტებენ მსვლელობით „პირველი არხის“ შენობისკენ დაიძრა.

შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის  „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics