07:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 16:14:11, 433 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვამ 17 პირს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მინისტრის განცხადებით, ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას.

„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას.

ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

დროა, ერთობლივად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის!“ - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, დღეს, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ესტონეთმა ასევე სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეცაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics