00:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 22:50:53, 402 ნახვა

პოლიტიკა
ქალი, რომელიც სპეცრაზმის კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

ქალი, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, ნანა ტომარაძე „თავს ნორმალურად გრძნობს“.

„თავს ნორმალურად გრძნობს. ამბობს, რომ მისთვის სპეცრაზმელებს ხელი არ დაუკარებიათ. მხოლოდ ვიდეოებს მიღებდნენ და რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არც მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. 

ამბობს, რომ სახლში 11 წლის შვილი ელოდება და ითხოვს, რომ მისი სასამართლო სხდომა რაც შეიძლება მალე გაიმართოს“,- აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.

ცნობისთვის, 3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ნანა ტომარაძე სპეცრაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან სპეცრაზმელის ფარს ფეხი დაარტყა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics