|
2024-12-03 20:48:55, 347 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვიღაცებს ჰქონდათ ამ ქვეყანაში ნაცმაიდნის მოლოდინი რაც ვერ მოახერხეს
მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, მათ შორის, თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვა უწყებების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან თავისი სამშობლოს სადარაჯოზე, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, როდესაც ამის საჭიროება მომეტებულად არის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ვიღაცებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოხდებოდა, რაც ვერ მოახერხეს და ცალკეული პრობლემების მიუხედავად, ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. „ვიღაც-ვიღაცებს ჰქონდათ ამ ქვეყანაში „ნაცმაიდნის“ მოლოდინი, რისი აუცილებელი პირობაც იყო, რომ ამ დღეებში რაც დაგეგმილი იყო 16-20 დეკემბრისათვის, მაგრამ გადმოიწია ამ დღეებში, უნდა მომხდარიყო უწყებების, ინსტიტუტების, სისტემების ჩამოშლა, რაც ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება და გვაქვს ცალკეული პრობლემები და რიგ შემთხვევაში ამას ძალიან ტენდენციური ადამიანები ახორციელებენ, მაგრამ ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მუშაობს გამართულად და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეს იქნება განათლების სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი, სხვა სამინისტროს წარმომადგენლები თუ პოლიციელი, რომელიც ამდენი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ძალიან მყარად დგას და მოთმინებით იცავს თავის ქვეყანას. არის ხოლმე სამწუხარო ინციდენტები, განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას შეეხება, მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება აქაც. იქ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი და მგონია, რომ ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)