07:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 15:07:46, 517 ნახვა

საზოგადოება
ექიმი 21 წლის ახალგაზრდაზე - პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლისძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით

პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლისძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით,- ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა აქციაზე დაშავებულ 21 წლის ახალგაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხარაიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლისძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. თავის ტვინის  გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისათვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას, ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჭრილობაში არ იქნა ნანახი უცხო სხეული. პაციენტი შემოყვანილია, დაახლოებით, დილის 4 საათზე და დაუყოვნებლივ გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტტრავმულ მდგომარეობას, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, იმიტომ, რომ იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ“,- განაცხადა ექიმმა.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, 21 წლის ალეკო თირქიას ოჯახი ემიგრაციაშია. ამ შემთხვევის გამო, ემიგრაციიდან ბრუნდება ახალგაზრდის დედა. თირქიები ზუგდიდში ცხოვრობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics