10:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 20:46:27, 366 ნახვა

პოლიტიკა
არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დეკლარირებულად უარყო ქართველების სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ | თბილისის კლუბები

საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დეკლარირებულად უარყო ქართველების ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საერთო განცხადებას თბილისის კლუბები ავრცელებენ.

"საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. საზოგადოების მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგი, ვიყოთ თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფო, დროებით შეჩერებულია.

კრიზისში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია და ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება, რაც არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს ყველაფერს, მათ შორის საკლუბო კულტურას და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასეთ ვითარებაში თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების არსებობა და შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics