16:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 15:03:09, 412 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ხვალ ევროპარლამენტში მიიღებენ მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იქნება

ხვალ ევროპარლამენტში მიიღებენ მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ "26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება".

"ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან. გუშინაც შევხვდით ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, რომლებიც ხედავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება.

ხვალ მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე იქნება მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან დაუშვებელია, ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით.

ეს რეზოლუცია, როგორც უკვე აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია ურთიერთობის აღდგენა "ქართულ ოცნებასა" და ევროკავშირს შორის და ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნებით",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics