|
2016-02-29 12:34:07, 462 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 29-1 მარტს ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე, სადაც ისაუბრებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს როლზე; ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე; განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ყოველწლიურ მაღალი დონის პანელში: „გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგი და ადამიანის უფლებების დაცვა, განვითარების უფლების უზრუნველყოფას". სესიის პარალელურად მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან და კოლეგა მინისტრებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის იანვრიდან 3 წლის ვადით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)