14:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 14:43:59, 798 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მიერ საქართველოში, პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად, 68.2 მლნ ლარის ოდენობის პირველი სუვერენული სესხის გამოყოფის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბანკის ეს ნაბიჯი საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებს პასუხობს.

“განსაკუთრებით მსურს, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი პარტნიორების ეს გადაწყვეტილება, თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია ვალის მთლიან მოცულობაში გაიზარდოს ადგილობრივი ვალუტის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.  ჩვენთვის, ასევე, სასიხარულოა ის შეფასება, რომელიც გაკეთდა ADB-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის და გატარებული რეფორმების მიმართულებით.

დამატებითი ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია. ვსარგებლობ შესაძლებლობით და აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის მდგრადი და სტაბილური განვითარება“,- აღნიშნა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად დაამტკიცა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის" ქვეპროგრამა-2, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის  გამოყოფილი იქნება 68.2 მლნ ლარის ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics