19:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 09:38:12, 502 ნახვა

სამართალი
პოლიციამ „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე დააკავა

პოლიციამ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლის დროს, „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბარამიძე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, სამართალდამცველები ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩვენი ოპერატორი სერგი ბარამიძე სცემეს სასტიკად გადაღების დროს და დააკავეს“,- წერს კვესიტაძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, მანამდე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics