05:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 14:28:59, 481 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: ძალიან კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი ფრაქციის სხდომას დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ ფიქრობს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტი უნდა დატოვოს.

როგორც მეჭიაურმა კოალიცია  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ფრაქციის სხდომის დაწყებამდე  ჟურნალისტებს განუცხადა, რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე არც მაშინ იყო, როცა გოგი თოფაძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას ითხოვდნენ.

„რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე არც მაშინ ვიყავი, როცა თოფაძისთვის მოითხოვდნენ პარლამენტის დატოვებას და არც ახლა ვარ“,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

მეჭიაურის თქმით, მისთვის დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რა საკითხები განიხილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე.

„დილის 6 საათზე ჩამოვედი საქართველოში. არ ვიცი, თუ რა საკითხებზე იქნება მსჯელობა. ალბათ, სხვადასხვა საკითხებზე იქნება საუბარი. არ შევხვედრივართ გიორგი კვირიკაშვილს რაც ის  გახდა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი და ალბათ იქნება ყველა საჭირბოროტო საკითხზე საუბარი. ალბათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის თემაზე ვისაუბრებთ.  არ არის გამორიცხული ზოგად კონტურებზეც იყოს საუბარი, პარტიულ სიაზე, თუ კოლაციასთან თანამშრომლობაზე“,-განაცხადა მეჭიაურმა.

დეპუტატისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

თუმცა მეჭიაური აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics