04:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 10:46:20, 443 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინიტრი თბილისშია

ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო საქართველოს ეწვია. 

 საგარეო უწყების ინფორმაციით, 28-29 თებერვალს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, დღესვე ხოსე მანუელ გარსია-მარგაიო შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II–ს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოინახულებს სამების საკათედრო ტაძარს, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics