04:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 09:59:34, 427 ნახვა

მსოფლიო
ირანელმა ჟურნალისტმა ქიანუშ სანჯარიმ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

ირანელმა ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ქიანუშ სანჯარიმ აიათოლაების რეპრესიული რეჟიმის პროტესტის დროს თავი მოიკლა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე მან მოითხოვა პოლიტპატიმრების, ფატიმე სეფეჰრის, ნასრინ შაკარამის, ტუმაჯ სალეჰისა და არშამ რეზაის გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.

სოციალურ ქსელში თავის ბოლო პოსტში სანჯარიმ თქვა:

„არავინ უნდა დააპატიმრონ საკუთარი აზრის გამოთქმისთვის. პროტესტი ირანის ყველა მოქალაქის უფლებაა. ჩემი ცხოვრება ამ ტვიტის შემდეგ დასრულდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის სიყვარულისთვის ვკვდებით და არა სიკვდილისთვის. ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ირანელებმა გაიღვიძონ და დაძლიონ მონობა“.

სანჯარი 1999 წლიდან 2007 წლამდე რამდენჯერმე დააკავეს ხელისუფლების კრიტიკის გამო, შემდეგ კი ირანიდან გაიქცა. მოგვიანებით ის „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა და 2016 წელს სამშობლოში დაბრუნდა მშობლებთან საცხოვრებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics