00:45 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 02:06:41, 528 ნახვა

პოლიტიკა
ჭავჭავაძეზე დამატებით 20-მდე კარავი გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე 20-ზე მეტი კარავი გაშალეს. ასევე ადგილზე მიიტანეს რამდენიმე ბიოლოგიური ტუალეტებიც. ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული.

კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს - ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

ოპოზიციამ თსუ-სთან 24-საათიანი აქცია დააანონსა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა . ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics