04:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 22:13:29, 632 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: დღეს ქვეყანაში ცხოვრება გახდა საშიში

''დღეს ქვეყანაში ცხოვრება გახდა საშიში. გახდა საშიში პოლიტიკოსებისთვისაც და რიგითი მოქალაქეებისთვისაც'' - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ის ამბობს, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან, ძალოვანმა უწყებამ ცხელ კვალზე ვერ შეძლო მომხდარის გამოძიება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს საქმეც ისეთივე გაუხსნელი დარჩება, როგორც სხვა საქმეები აქვს ამ ხელისუფლებას.

''მოტივი რაც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი არის შემაძრწუნებელი და საშინელი. ეს არ არის ერთი განყენებული მოვლენა. დღეს ქვეყანაში ცხოვრება გახდა საშიში. გახდა საშიში პოლიტიკოსებისთვისაც და რიგითი მოქალაქეებისთვისაც,'' - განაცხადა უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. 

ის იქვე აღნიშნავს, რომ კრიმინოგენული ვითარება გასულია ყველა ზღვარს მიღმა.

''კრიმინოგენული ვითარება გასულია ყველა ზღვარს მიღმა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კრიმინალმა მოიმატა და ამას გაგებით უნდა შევხვდეთ. ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა მოსახელობას შეუსრულა,'' - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics