03:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 16:08:54, 439 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა!

როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაზარაძის განცხადებით, სახალხო დაუმორჩილებლობა კონსტიტუციით მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა.

„გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით - ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება - სახალხო დაუმორჩილებლობა! 

ჩვენ შეგვიძლია, ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება. 
ვითხოვთ ახალ არჩევნებს! 

სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!

მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“ - წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics