04:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 15:56:21, 415 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ყველა, ვინც სიაშია, ნებისმიერი ფორმით რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართავს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ყველა, ვინც „კოალიცია ცვლილებისთვის“ სიაშია, „უარს აცხადებს ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში“.

„პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში მონაწილეობად... კოალიციის სია იყო 82-კაციანი. დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქართლელიშვილი. იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია; არ არის ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და ასევე, არ არის ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე, რომელიც სასამართლოში იკითხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით...

ყველა, ვინც სიაშია, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“,- განაცხადა გვარამიამია და სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების ნაწილიც წაიკითხა:

„მოგმართავთ განცხადებით - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, “დროა“, პარტიული სიის წევრი, არ გამატაროთ რეგისტრაციაში, როგორც არჩეული პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics