07:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-09 16:44:23, 388 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს ქუჩაში არ ხედავთ

ეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარე გამართულ მსვლელობის დროს  განუცხადა.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება დისკომფორტს ყოველდღე იგრძნობს და იმდენად, რომ მას  მოუწევს წასვლა.

"ამომრჩეველი უნდა ელოდოს იმას, რასაც ხმა მისცა - საქართველოში ცვლილებებს. ეს ცვლილებები იქნება ყველა ვარიანტში, ჩვენ დავუბრუნებთ ქართველ ხალხს მათ ხმას და რაც მთავარია, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს, გამორიცხულია, რომ სხვანაირად მოხდეს! მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები და რეალურად, კონსტიტუციური გადატრიალების ავტორები, ანუ "ქართული ოცნება". "ქართულ ოცნებას" ეს არ შერჩება! საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ამიტომ აღვიჭურვოთ მოთმინებით და არ დაგვეზაროს ყოველდღიური რუტინული შრომა სამშობლოს დასაბრუნებლად.

რაც შეეხება მსვლელობას, მსვლელობა დასრულდება იმ მიმართულებით, საითკენაც ჩვენ წავალთ, გამოგვყევით და ნახავთ. ყოველდღე საქართველო, თბილისი აუცილებლად იქნება ჩაბმული საპროტესტო მოძრაობაში",- განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics