07:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-09 12:39:31, 390 ნახვა

პოლიტიკა
დღეს, თბილისში მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა ფარულავამ განაცხადა.

ოპოზიციური პარტიების "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, 15:00 საათზე, ორი ლოკაციიდან, მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგური მარჯანიშვილიდან დაიწყება.

"ყველაფერი ცხადი და ნათელია. დასავლეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით იმიტომ, რომ მათ არჩევნებთან ერთად მოგვპარეს ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ თუ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მნიშვნელოვანია დავიბრუნოთ როგორც საარჩევნო უფლება, ასევე დავიბრუნოთ ის შანსი, რომელიც გვაქვს ჩვენ მოცემული ევროპისგან და ევროკავშირისგან. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ამისთვის კი საჭიროა მყისიერი, პერმანენტული პროტესტი,",-  განაცხადა ნიკა ფარულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics