07:59 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 17:06:20, 356 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე

თავად თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ ძალას შორის - „ქართულ ოცნებასა“ და მის მოპირისპირედ მყოფ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ, ამ არჩევნებზე ყველა ეს პარტია საბოლოოდ გაფორმდა,  ოფიციალურად და საჯაროდ  როგორც „ნაცმოძრაობა“,- ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ძლიერ საქართველოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერი გადაალახვინა. 

მისივე თქმით, „ხმის მიცემა ხდებოდა კოორდინირებულად, ოჯახში მყოფი რამდენიმე ადამიანი  სხვადასხვა პარტიაზე ანაწილებდა ხმას, რათა რამდენიმე პარტიას შესძლებოდა ბარიერის გადალახვა, სწორედ ამიტომ ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ არჩევნების შემდეგ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობა“. 

„ამას ვეღარ გაექცევიან, მათ შორის ბარიერგადალახული 4 პარტია. ამ არჩევნების შემდგომ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობამ“. ეს ერთი. და მეორე - ჩვენც ვაკვირდებოდით და არა მხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა, იმისთვის რომ სხვადასხვა პარტიაზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი. მათი ამოცანა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამის საპირისპიროდ დადგა ქუდზე კაცი. ის რიგები  თვითონ რომ უხაროდათ და საცობები აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად მიდიოდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics