|
2024-10-31 09:59:30, 468 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური - ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გაიყინა - რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში
ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის შესახებ არჩევნების წინ! - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს. გიგაურის განცხადებით, ვიდრე სანდო გამოძიება არ ჩატარდება, არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება. „არც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება, სანამ სანდო გამოძიება არ ჩატარდება (საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე, ცხადია). რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში… ახლა ჩვენ რას ვშვებით? წარსულში ვიქექებით? ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, ვისაც რა შეეძლო! პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა! ბევრი დააშინეს და მოისყიდეს, მათ ვერ გაუძლეს, მაგრამ მათ გაკიცხვასაც აზრი არ აქვს ახლა (ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იყო, ალბათ ). ფაქტი ისაა, რომ კლეპტოკრატები და ოლიგარქები სამართლიან არჩევნებს არ ატარებენ და არჩევნებით არ მიდიან! ამიტომ, წინ ვიყუროთ, მეგობრებო და ბრძოლისთვის მოვემზადოთ! ეს ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ თუ მოვინდომებთ, მოვიგებთ. ყველანაირი მცდელობა ფოკუსის ამ გაყალბებული არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადატანის არის „ოცნების“ ინტერესებში. ამ ქვეყნისთვისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ის ასე მარტივად რუსეთს ჩავაბაროთ!“ - წერს ეკა გიგაური „ფეისბუქის“ გვერდზე, შეგახსენებთ, გუშინ, 30 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანაგარიში წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო“. გუშინვე საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, „საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს“.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)